• Geo
  • Eng
31.07.2018
ოთარ კიტეიშვილი კარიერას შტურმში გააგრძელებს

დღეს ოთარ კიტეიშვილმა შტურმ გრაცთან 4 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. კიტეიშვილი ავსტრიულ გუნდში 9 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. დინამოში გატარებული 3.5 წლის მანძილზე ოთომ 126 შეხვედრა ჩაატარა და 23 გოლი გაიტანა. დინამო თბილისი მადლობას უხდის გუნდის კაპიტანს ჩვენთან გატარებული პერიოდისთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ კარიერაში.

 

 

ფოტო (c) შტურმ გრაცის სოც. ქსელები

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024