დინამო თბილისის 17 და 19 წლამდე გუნდები განაგრძობენ წარმატებულ სვლას. ოქროს ლიგაში გამართული მორიგი ტურის მატჩები ჩვენმა ასაკობრივმა გუნდებმა გამარჯვებით დაასრულეს. გოჩა ჩიქოვანის შეგირდებმა მარტვილში სალხინოს აჯობეს 3:1. ლომთაძემ დუბლი შეასრულა, ერთი გოლიც აწყურელის ანგარიშზეა. გორის დილამ სახლში დათმო შეხვედრა 35- ე სკოლასთან და დინამოც სატურნირო ცხრილში ისევ ერთპიროვნულად გალიდერდა. 10 მატჩის შემდეგ 25 ქულით და ბურთების ბალანსით 43/7. დინამო 30 სექტემბერს ფოთის კოლხეთს უმასპინძლებს.
დინამოს 19 წლამდელებმა შევარდენს მოუგეს 4:2 და შეიძლება ითქვას საჩემპიონო რბოლას ჩამოაცილეს ერთ-ერთი კონკურენტი. გოლები შევარდენის კარში კიტეიშვილმა, დარცმელიამ, გულდედავამ და გაბელაიამ გატანეს. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი ლოკომოტივთან ერთად პირველ ადგილს იყოფს, თუმცა ლოკოს ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. დინამოს 8 თამაშიდან 21 ქულა აქვს დაგროვილი და ბურთების ბალანსია 30/3. ჩვენი გუნდი 1 ოქტომბერს მარტვილში მერანს შეხვდება.
U17 სალხინო 1:3 დინამო
U19 შევარდენი 2:4 დინამო
დინამო: კუტალაძე, კვარაცხელია, ერაძე, ჭავჭანიძე, ქველაძე, ოსიყმაშვილი, ფარულავა, კოპალეიშვილი, ჩარკვიანი, აწყურელი, ლომთაძე
შეცვლაზე შევიდნენ: მორჩილაძე, აბუაშვილი, კაჭარავა
დინამო: მამარდაშვილი, უგრეხელიძე, ძოწენიძე, დარცმელია, გაბიტაშვილი, გაბელაია, მოისწრაფიშვილი, კიტეიშვილი, აზაროვი, ბაბუნაძე, გულდედავა
შეცვლაზე შევიდნენ: ხარშილაძე, ხორხელი, გაბუნია, ბერიაშვილი, კალანდაძე