• Geo
  • Eng
22.09.2018
15 წლამელების მორიგი გამარჯვება

დინამო თბილისის 15 წლამდე გუნდმა ოქროს ლიგაში მორიგი მატჩი ჩაატარა. თბილისელები სამტრედიაში ადგილობრივ გუნდს შეხვდნენ და 4:0 დაამარცხეს მასპინძლები. გოლები იობაშვილმა, გოგობერიშვილმა, უგრეხელიძემ და ჩხეტიანმა გაიტანეს. ვახტანგ იაგორაშვილის გუნდი 10 ჩატარებული მატჩის შემდეგ დაგროვილი 27 ქულით სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად უდგას სათავეში. თბილისელები შემდეგ შეხვედრას 29 სექტემბერს აკადემიაში სფფ 2- თან გამართავენ.

 

U15 სამტრედია 0:4 დინამო

დინამო: შურღაია, გოგოტიშვილი, სალუქვაძე, ხვადაგიანი, ქავთარაძე, გაგნიძე, ბაბლუანი, სიჭინავა, ჩხეტიანი, იობაშვილი, უგრეხელიძე

შეცვლაზე შევიდნენ: გოგობერიშვილი, სიხარულაშვილი, მელაძე, აზარაშვილი, შენგელია

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024