შაბათს 29 მარტს დინამო თბილისი ზესტაფონს უმასპინძლებს, XXIV ტურის შეხვედრა თბილისში, დინამო არენაზე 18:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს დინამოს ვებ გვერდი შემოგთავაზებთ.
29 მარტს დინამოს თავის ისტორიაში 8 ოფიციალური შეხვედრა აქვს გამართული. 3 მატჩი თბილისელებმა სსრკ– ს პირველობაზე ჩაატარეს, ხოლო 5 შეხვედრა ეროვნულ ჩემპიონატში გამართეს. 4 მოგება, 3 ფრე და 1 მარცხი. გატანილი და მიღებული ბურთების ბალანსი კი 11/4 თბილისელტა სასარგებლოდ.
1982 წელს დინამომ ვაჟა ჟვანიას გოლით ჩერნომორეცის ოდესას აჯობა 1:0. 1986 წელს იგივე ანგარიშით დინამოელებმა დონეცკის შახტიორი დაამარცხეს. გოლი უკრაინელებს რევაზ ჩელებაძემ გაუტანა. ერთი წლის შემდეგ ხარკოვის მეტალისტმა აჯობა დინამოს 2:1. ერთადერთი გოლი ნუკრი კაკილაშვილის ანგარიშზეა.
1992 წელს ბათუმთან შეხვედრა 0:0 დასრულდა. ასეთივე ანგარიშით მორჩა მატჩები 2006 და 2012 წლებში, შესაბამისად ვიტ ჯორჯიასთან და გორის დილასთან. 1994 წელს ბათუმში იმარჯვა ჩვენმა გუნდმა 3:2. გოლები ბათუმელტა კარში გაიტანეს ყაველაშვილმა, ანჩაბაძემ და კიკნაძემ. 1998 წელს დინამომ ხუთი უპასუხო ბურთით დაამარცხა მერანი–91. დუბლი ჩაიწერა თავის ანგარიშზე აშვეთიამ. თითო გოლი ხომერიკმა, პეტრიაშვილმა და მუჯირმა გაიტანეს.