• Geo
  • Eng
26.03.2014
დუბლებმა სიონი დიდი ანგარიშით დაამარცხეს

დუბლშემადგენლობათა გათამაშების XXIII ტურში დინამოელებმა ვიტალი დარასელიას აკადემიის მოედანზე ბოლნისის სიონის სარეზერვო შემადგენლობას უმასპინძლეს. კახი გოგიჩაიშვილის გუნდმა დიდი ანგარიშით 5:1 დაამარცხა მეტოქე და მორიგი სამი ქულა ჩაიწერა თავის აქტივში.

ანგარიში შეხვედრის 24– ე წუთზე ნიკა დიასამიძემ ტექნიკური დარტყმით გახსნა. 32– ე წუთზე დინამოს ცენტრალურმა მცველმა ზურაბ თევზაძემ ტრადიციულად თავით დალაშქრა მეტოქის კარი. ბოლნისელებმა 55– ე წუთზე უჩა ჯაფარიძის ზუსტი თამაშით გაქვითეს ერთი ბურთი 2:1. ხუთ წუთში ოთარ კობახიძემ ზუსტად ითამაშა დასწრებაზე და მესამე გოლი გავიდა სიონის კარში. დინამოელებმა დარჩენილ დროში კიდევ ორჯერ გამოიჩინეს თავი. ორივე შემთხვევაში შედეგიანი დარტყმის ავტორი, გუნდის კაპიტანი არჩილ მესხი გახლდათ. 68– ე წუთზე მესხმა 4:1 გახადა ანგარიში, ხოლო 76– ე წუთზე ზუსტი თერთმეტმეტრიანი დარტყმით მატჩის საბოლოო შედეგი – 5:1 დააფიქსირა.

30 მარტს რუსთავში, ტურის ცენტრალურ შეხვედრაში დინამოს დუბლები მეტალურგის დუბლებს დაუპირისპირდებიან.

დინამო (დუბლები) 5:1 სიონი (დუბლები)

დინამო (დუბლები): ისიანი, კაპანაძე, თევზაძე, ნემსაძე, მარაქველიძე, ქიქავა, მათიაშვილი, ვეკუა, ვოლკოვი, ა. მესხი, დიასამიძე

თადარიგში იყვნენ: შოვნაძე, გურეშიძე, კვარაცხელია, კიტოვანი, ც. მესხი, მაწავარიანი, კობახიძე

სიონი (დუბლები): ლორია, ისიანი, თოლორდავა, გიორბელიძე, ჯაფარიძე, ტაბიძე, ყურაშვილი, ბურნაძე, სტეფანია, მამასახლისი, მაისურაძე

თადარიგში იყვნენ: ორთოიძე, ახალკაცი, ონიანი, სიგუა, ათანელიშვილი, ვიბლიანი, ბურნაძე

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024