• Geo
  • Eng
26.03.2014
დინამოელებმა გურამ დოჩანაშვილს იუბილე მიულოცეს

დღეს დინამოელებმა სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეულ მწერალსა და დინამოს დიდ გულშემატკივარს, ბატონ გურამ დოჩანაშვილს 75 წლის იუბილე მიულოცეს. დინამოელებმა საკუთარი ავტოგრაფებიანი ბურთი და სიმბოლურად პირველ ნომრიანი დინამოს მაისური გადასცეს მწერალს. ბატონმა გურამმა თავისი ავტოგრაფებით დამშვენებული წიგნები (სამოსელი პირველი) უსახსოვრა ჩვენს ფეხბურთელებს.

დინამოელები მთელი კლუბის სახელით ვულოცავთ ბატონ გურამ დოჩანაშვილს იუბილეს. ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ ხელოვანს. იმედი გვაქვს, რომ მწერალი, რომელსაც ლიტერატურა და ფეხბურთი ძლიერ უყვარს, კიდევ მრავალი შედევრით გაგვახარებს.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024