დინამო თბილისსა და საფეხბურთო კლუბ რიგას (რფს) შორის ლაშა ოდიშარიას ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა. თბილისური კლუბის 21 წლის ნახევარმცველი კარიერას ლატვიის ჩემპიონის რიგებში გააგრძელებს.
ლაშა ოდიშარია დედაქალაქურ კლუბში 2020 წლიდან იმყოფებოდა. ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელმა დინამოს პირველი გუნდის ფორმით მთლიანობაში 32 მატჩი გამართა, 4 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ოდიშარია დინამო თბილისთან ერთად საქართველოს ჩემპიონი გახდა და ქვეყნის სუპერთასს დაეუფლა. ჩვენი გუნდი მადლობას უხდის ლაშა ოდიშარიას კლუბში გატარებული პერიოდისთვის და წარმატებას უსურვებს მას მომავალ კარიერაში.