• Geo
  • Eng
20.06.2014
დინამოელები 17 წლამდელთა ნაკრებში

საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრები 25-30 ივნისს ასტანაში, პრეზიდენტის თასზე იასპარეზებს. ახალგაზრდა ჯვაროსნები ჯგუფში ყაზახეთის და ყირგიზეთის ნაკრებებს დაუპირისპირდებიან. გოჩა ტყებუჩავამ ნაკრებში 8 დინამოელი გამოიძახა. ლუკა გუგეშაშვილი, ნიკა ყურშავიშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობოური, აკაკი ყურაშვილი, გაბრიელ საღრიშვილი, ლუკა ფოჩხუა და ირაკლი ბუღრიძე თანატოლებთან ერთად გაემგზავრებიან ყაზახეთში.

ასევე ნაკრებშია დინამოს ექიმი- დავით ზაქრაძე და ფიზიოთერაპევტი- ვლადიმერ ჯალაღონია.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024