ნამიბიის ნაკრების ნახევარმცველი, 23 წლის ჩიპე კარუომბე დინამოში ჩაირიცხა. ფეხბურთელმა დედაქალაქურ კლუბთან სამწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ჩიპეს ნამიბიის ნაკრებში 4 მატჩი აქვს ჩატარებული და 1 გოლი გატანილი. ბოლოს ნახევარმცველი ნამიბიურ უნამში ასპარეზობდა.