დინამო თბილისი რამდენიმე ფეხბურთელმა და მწვრთნელმა დატოვა.
გვატემალელი შემტევი ოსკარ სანტისი იჯარის წესით კარიერას სამშობლოში - კლუბ ანტიგუაში გააგრძელებს. ნოსა ედოკპოლორს, ტობიას შუცენაუერს, თორნიკე კირკიტაძეს, საბა სამუშიას, სოლომონ კვერკველიას და დავით სხირტლაძეს კი კლუბთან მოქმედი კონტრაქტები დაუსრულდათ.
გუნდი ასევე დატოვეს მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ლაშა თოთაძემ, მეკარეების მწვრთნელმა ევგენი ტაიკევიჩმა და ანალიტიკოსმა ანდრე მარკესმა.
ჩვენი გუნდი მადლობას უხდის თითოეულ მათგანს დინამოში გატარებული პერიოდისთვის და წარმატებას უსურვებს მომავალში.