• Geo
  • Eng
23.09.2018
ფრე სიონთან

დღეს დინამომ ეროვნული ლიგის 25- ე ტურის მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გამართა. ჩვენს გუნდს ბოლნისის სიონმა უმასპინძლა. შეხვედრა სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და უკვე მეხუთე წუთზე თორნიკე ზარქუამ ლაშა თოთაძის საჯარიმო დარტყმა მოიგერია. სახიფათო კონტრშეტევა მასპინძლებმა მე- 11 წუთზე წამოიწყეს, ვილი ისიანის დარტყმული სტეპან სიკაჩის ნადავლი გახდა. ათ წუთში გიორგი კუციამ ითამაშა ტექნიკურად, მისი დარტყმული ბურთი კი ზევიდან გადაევლო ზარქუას კარს. 30- ე წუთზე კიდევ ერთხელ იყოჩარა სტეპან სიკაჩმა, მან ერთი ერთზე გასულ ვილი ისიანს არ გაატანინა. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე გიორგი დათუნაიშვილის სახიფათო დარტყმული გარედან მოხვდა სტუმართა კარს. მეორე ტაიმის დებიუტში ორი მწვავე შეტევა დინამოელთა შესრულებით და ორივე შემთხვევაში ბოლო მომოენტში დავკარგეთ ბურთზე კონტროლი. 58- ე წუთზე ჩაწოდებულ საჯარიმოს დმიტრო ივანისენია დასწრებაზე გამოეხმაურა, მისი თავური მცირედით აცდა. 87- ე წუთზე გუჯა რუხაიას ჩაწოდებული მიხეილ ერგემლიძემ ნახტომში თავი შეაგება და სიონი გოლისგან ისევ თორნიკე ზარქუამ იხსნა. საბოლოოდ მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

 

სიონი  0:0  დინამო

 

გაფრთხილება: გურეშიძე 5’  დათუნაიშვილი 44’  შენგელია 67’  მახარობლიძე 80’ 

 

სიონი: ზარქუა, მინდორაშვილი, გურეშიძე, თომაშვილი, გიორბელიძე, ისიანი, ხმალაძე, დათუნაიშვილი, კირკიტაძე (ნოზაძე 92), კოშკაძე (მახარობლიძე 78), ტრეტიაკი (ლეჟავა 91)

დინამო: სიკაჩი, რუხაია, თოთაძე, ლოჩოშვილი, ხარაბაძე, ნინუა, ივანისენია (ქარდავა 78), კუცია, შულაია, შენგელია (ერგემლიძე 72), ზივზივაძე (ვაწაძე 64)

 

მსაჯი: გ. ყრუაშვილი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024