• Geo
  • Eng
14.08.2018
დინამოელები სიმბოლურში

მიმდინარე სეზონში ეროვნული ლიგის სიმბოლური გუნდის შედგენას რამდენიმე სპორტული გამოცემა უთმობს ადგილს. ჩემპიონატის მეოცე ტურის სიმბოლურ გუნდში დინამოელთაგან გაზეთმა ლელომ და ინტერნეტ პორტალმა adjarasport.com- მა ბუდუ ზივზივაძე დაასახელეს (შესაბამისად მეოთხედ და მეექვსედ სეზონში). goal.ge- მ სიმბოლურ ნაკრებში აკაკი შულია (4) და ბუდუ ზივზივაძე (6) შეიყვანა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024