• Geo
  • Eng
16.08.2018
18 აგვიისტო დინამოს ისტორიაში

18 აგვისტოს დინამო თბილისი ეროვნულ ლიგაში 21- ე ტურის შეხვედრას ჩაატარებს, რომელშიც სამტრედიას უმასპინძლებს. დინამოელთათვის ეს იქნება 18 აგვისტოს გამართული მეთოთხმეტე ოფიციალური მატჩი. ამ პაექრობებიდან 7 დინამოელთა სასარგებლოდ დასრულდა, ერთხელ საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა და ხუთჯერ მეტოქემ იმარჯვა. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 26/18 თბილისელთა სასარგებლოდ.

1937 წელს დინამომ მოსკოვში ადგილობრივ თანაკლუბელებთან შედეგიანი ფრე 3:3 ითამაშა. ვლადიმერ ბერძენიშვილმა ორი გოლი გაუტანა მასპინძლებს, ერთიც ჩერნიშოვმა საკუთარ კარში ჩაჭრა. 1946 წელს თბილისელებმა სტალინგრადში 4:2 აჯობეს ტრაქტორს. ვიქტორ პანიუკოვმა ჰეთ თრიქი შეასრულა, ერთი გოლიც ბორის პაიჭაძის ანგარიშზეა. ორი წლის შემდეგ ჩვენი გუნდი საკუთარ კედლებში დამარცხდა მოსკოვის დინამოსთან 1:3. ერთადერთი გოლი გიორგი ანთაძემ გაიტანა. 1953 წელს თბილისელებმა კიევის დინამო დაამარცხეს 3:0. თავის გამოჩენა ბასა ღოღობერიძემ, ავთანდილ ჭკუასელმა და კონსტანტინე გაგნიძემ მოახერხეს. 1965 წელს ლურჯ-თეთრები მინსკს ეწვივნენ და ადგილობრივ დინამოსთან 0:1 დათმეს. 1976 წელს ოდესაში ჩერნომორეცმა მოგვიგო 2:1. გოლი უკრაინელთა კარში ვიტალი დარასელიამ გაიტანა.

1994 და 1997 წლებში დინამომ ერთნაირი ანგარიშით 4:0 აჯობა ფოთის კოლხეთს და გორის დილას. გოლები შესაბამისად პირველ შეხვედრაში მიხეილ ყაველაშვილმა (2), გოჩა ჯამარაულმა და გიორგი ქინქლაძემ გაიტანეს. მეორე მატჩში კი ალექსანდრე იაშვილმა შეასრულა ჰეთ-თრიქი, ერთი გოლიც გივი კვარაცხელიას ანგარიშზეა. 2002 წელს ჩვენმა გუნდმა წნორის მილანს ირაკლი სამხარაძის გოლით 1:0 აჯობა. 2012 წელს დინამომ ქუთაისის ტორპედო მიიღო. ქართული დერბი დედაქალაქელთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა. ჩისკო მუნიოსმა ორჯერ აიღო სტუმართა კარი, ერთი გოლი კი მიკელ ალვარომ გაიტანა.

1993 წელს ჩემპიონთა თასის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დინამომ ბელფასტის ლინფილდი მიიღო. შოთა არველაძისა და გელა ინალიშვილის გოლებით ჩვენმა გუნდმა 2:1 იმარჯვა. 2011 წელს უეფას ევროპა ლიგის ფლეი-ოფში დინამო ათენის აეკ- თან დამარცხდა მინიმალური ანგარიშით 0:1. 2016 წელს ისევ უეფას ფლეი-ოფი და ამჯერად მარცხი 0:3 სალონიკის პაოკთან.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024