ლანჩხუთში ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე საქართველოს თასის გათამაშების მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა, რომელშიც გურიამ დინამოს უმასპინძლა. თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ მატჩი მთლიანად დედაქალაქელთა სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა. მატჩის პირველ ნახევარ საათში ლევან შენგელიამ, ბუდუ ზივზივაძემ და ლევან ხარაბაძემ ვერ გამოიყენეს თავიანთი შანსები. მასპინძლებმაც სცადეს სახიფათოდ შეტევა, ტაიმის ბოლოს კი რეალური მომენტიც გაუშვეს ხელიდან. მეორე ნახევარი დინამომ მასირებული შეტევებით დაიწყო და 58- ე წუთზე ლევან ხარაბაძის გადაცემით ლევან შენგელიამ გახსნა ანგარიში. ეს გოლი დინამოელთათვის საქართველოს თასზე საიუბილეო მე- 400 გამოდგა. ორიოდე წუთში შენგელიას გადაცემით უკვე გიორგი ივანიშვილმა იხეირა და მეორე გოლი გაიტანა. 67- ე წუთზე თბილისელთა სწრაფი შეტევა, მიხეილ ერგემლიძე შეიჭრა საჯარიმოში, იქ კი აკრძალული ხერხით შეაჩერეს და თერთმეტმეტრიანი. გოლი პენალტის ნიშნულიდან ლაშა თოთაძემ გაიტანა. ორიოდე წუთში ჩვენი გუნდის ბომბარდირმა ბუდუ ზივზივაძემ დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში 5:0 დააფიქსირა. შეხვედრაში 76- ე წუთზე ჩვენი გუნდის ნიგერიელი ლეგიონერის ლუქმან გილმორის დებიუტი შედგა. შემდეგ შეხვედრას დინამო ჩემპიონატში 7 ოქტომბერს რუსთავის წინააღმდეგ ჩაატარებს.
გურია 0:5 დინამო
გოლი: 0:1 შენგელია 58’ 0:2 ივანიშვილი 60’ 0:3 თოთაძე (პენ) 68’ 0:4 ზივზივაძე 70’ 0:5 ზივზივაძე 71’
გაფრთხილება: გაგნიძე 44’ წილოსანი 47’ ჯოჯუა 51’ ნარიაშვილი 63’
გურია: თებიძე, ბერიძე, გაგნიძე (ვირუბოვი 76), ჩიკვილაძე, კოტრიკაძე, ჯოჯუა (ბაჯელიძე 62), გურეშიძე, ნარიაშვილი (სკოტარენკო 68), ჯიქიძე, ზაქრაძე, წილოსანი
დინამო: ბულისკერია, რუხაია, თოთაძე, კობოური, ხარაბაძე, ზარია, ივანისენია (ნინუა 80), შენგელია (ქოჩლაძე 65), ივანიშვილი, ერგემლიძე, ზივზივაძე (გილმორი 76)
მსაჯი: გ. ავაზაშვილი