ვილნიუსში მიმდინარე ატეიტის თასზე 10 წლამდე დინამოელებმა პირველ სათამაშო დღეს სამი შეხვედრა გამართეს. თბილისელებმა ვოლოგდის ოლიმპი 4:1 დაამარცხეს. გოლები ნიკა სილაკაძემ, გიორგი ლომიძემ, კობა კაკაშვილმა და დათო წიქარიშვილმა გაიტანეს. შემდეგი შეხვედრა ზურა ელიავას გუნდმა ვილნიუსის ჟალგირიეტისთან გამართა და ფრედ 2:2 დაცილდა მეტოქეს. გოლები ანდრია ეკუტიძის და ნიკა სილაკაძის ანგარიშზეა. მესამე მატჩი დინამოელებმა მოსკოვის როდინასთან ჩაატარეს და გოლგაუშვებლად მეტოქის კარი ოთხჯერ აიღეს. ანდრია ბართიშვილმა თავის ანგარიშზე დუბლი გაიფორმა, თითო გოლიც დათო ადამიამ და ნიკა სილაკაძემ გაუტანეს მეტოქეს. დინამოელები ტურნირის მეორე დღეს მოსკოვის დევიატკასთან თამაშით განაგრძობენ, შემდეგი მეტოქე კი ადგილობრივი შიაულიაი იქნება.
დინამო თბილისი 4:1 ოლიმპი ვოლოგდა
დინამო თბილისი 2:2 ჟალგირიეტისი ვილნიუსი
დინამო თბილისი 4:0 როდინა მოსკოვი