• Geo
  • Eng
07.10.2018
რუსთავი - დინამო | მატჩამდე

ეროვნული ლიგის 28- ე ტურის შეხვედრას დინამო თბილისი მიხეილ მესხის სათადარიგო სტადიონზე რუსთავის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 7 ოქტომბერს 15 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

 

 

ჩვენი მეტოქე

საფეხბურთო კლუბი რუსთავი 2015 წელს დაარსდა. გუნდის სიმბოლიკა წითელ, თეთრ და შავ ფერებშია გადაწყვეტილი. 2016 წლის გარდამავალ სეზონში რუსთაველებმა წარმატებით გაიარეს პირველი ლიგის მარათონი და 2017 წელს ეროვნული ლიგა 2- ში იასპარეზეს. რუსთაველებმა ჩემპიონატი პირველ ადგილზე დაასრულეს და ეროვნული ლიგის საგზურიც მოიპოვეს. გუნდმა 36 ჩატარებული მატჩიდან 26 მოიგო, 5- ჯერ ფრედ ითამაშა და 5- ჯერ დამარცხდა. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 72/25 ჰქონდა ლიგა 2- ის ჩემპიონს. მშობლიურ ქალაქში სტადიონის რეაბილიტაციამდე რუსთავი საშინაო შეხვედრებს თბილისში, მიხეილ მესხი 2- ზე ჩაატარებს. ეროვნული ლიგა 2- ში გამარჯვების შემდეგ კლუბში დიდი ცვლილებები მოხდა. რუსთავში არაერთი ახალი ფეხბურთელი მივიდა და ასევე სამწვრთნელო შტაბიც შეიცვალა.

 

 

მწვრთნელი

2018 წლის აგვისტოდან რუსთავს ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთის სპეციალისტი - უჩა სოსიაშვილი ხელმძღვანელობს. მისი გუნდი მიმდინარე პირველობაზე ჩატარებული 27 ტურის შემდეგ 29 ქულით სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზე იმყოფება.

 

 

ურთიერთშეხვედრები

დინამო და რუსთავი ერთმანეთს აქამდე მხოლოდ ოთხჯერ შეხვდნენ. 2017 წლის საქართველოს თასის გათამაშების ¼ ფინალში რუსთავში, ფოლადის სტადიონზე ჩატარებული მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, პენალტების სერიაში კი თბილისელებმა 3:0 დაამარცხეს მეტოქე. ეროვნული ლიგის 2018 წლის პირველ ტურში დინამო არენაზე რუსთაველებმა 2:1 იმარჯვეს. გოლი რუსთაველთა კარში თერთმეტმეტრიანი დარტყმით ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა. 6 მაისს დინამომ აკაკი შულაიას და ოთარ კიტეიშვილის გოლებით 2:0 მოიგო, ხოლო 3 აგვისტოს დინამომ 2:1 იმარჯვა. შედეგიანად აკაკი შულაიამ და ნიკა ნინუამ ითამაშეს.

 

 

მსაჯი და დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

შეხვედრას ირაკლი კვირიკაშვილი წარუძღვება. მას ასისტენტობას ლ. თოდრია და ი. კაკაბაძე გაუწევენ. მეოთხე მსაჯი შ. ქუხილავაა. დისკვალიფიკაციის გამო შეხვედრას ფეხბურთელები არ გამოტოვებენ.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024