• Geo
  • Eng
06.10.2018
7 ოქტომბერი დინამოს ისტორიაში

კვირას 7 ოქტომბერს ჩვენი გუნდი მიმდინარე პირველობის მეოთხე წრის პირველ შეხვედრას გამართავს. დინამო მიხეილ მესხი 2- ზე რუსთავს შეხვდება.

7 ოქტომბერს დინამოს თავის ისტორიაში 8 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული. 3 მოგება 2 მარცხის წილ. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 10/10.

1947 წელს დინამომ და მოსკოვის ცდკა- მ ფრედ 2:2 ითამაშეს. გოლები რუსებს გაიოზ ჯეჯელავამ და რევაზ მახარაძემ გაუტანეს. მოსკოვის ლოკომოტივთან 1949 წელს დავით კილაძის გოლით 1:0 ვიმარჯვეთ. სამი წლის შემდეგ მოსკოვში დინამოსთან ყაიმი 2:2. გოლები ბასა ღოღობერიძის და კონსტანტინე გაგნიძის ანგარიშზეა. 1965 წელს ისევ ყაიმი, ამჯერად ოდესაში ჩერნომორეცთან 1:1. ზუსტი დარტყმა ალექსანდრე ილიადის ანგარიშზეა. 1975 წელს ვლადიმერ გუცაევის და დათო ყიფიანის გოლებით ერევნის არარატს 2:1 ვაჯობეთ. მომდევნო წელს ლვოვში კარპატიმ გვაჯობა 3:1. ჩვენებიდან ალექსანდრე ჩივაძემ გამოიჩინა თავი. 1985 წელს ქუთისში ტორპედოსთან 0:1 წავაგეთ. 2004 წელს ბოლნისში სიონი ლადო ახალაიას გოლით 1:0 დავამარცხეთ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024