• Geo
  • Eng
07.10.2018
დამაჯერებელი გამარჯვება რუსთავთან

დინამო 28- ე ტურის შეხვედრაში რუსთავს მიხეილ მესხი 2- ზე დაუპირისპირდა. შეხვედრა ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო და პირველ 15 წუთში სახიფათო საგოლე შეტევებიც გაცვალეს. მეშვიდე წუთზე აკაკი შულაიამ ვერ გამოიყენა კარგი შანსი და ახლო მანძილიდან კარს ააცილა, საპასუხოდ კი მე- 15 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას დარტმული სტეპან სიკაჩმა მოიგერია. სტუმრებმა 31- ე წუთზე გახსნეს ანგარიში. გიორგი კუციას საჯარიმოში ჩაწოდებულს აკაკი შულაია დაუხვდა, მისი თავური ზუსტი გამოდგა და დინამო დაწინაურდა. ტაიმის ბოლოსკენ აკაკი ხუბუტიას სწრაფი შეტევაა აღსანიშნავი და მახვილი კუთხიდან გასროლა, ბურთი ზევიდან გადაცდა კარს. საპასუხოდ დინამოელთა შეტევა ლევან შენგელიას დარტყმით სრულდებოდა, ბურთი კოკა სეფიაშვილმა კუთხურზე მოიგერია. დინამომ პირველი ტაიმის ბოლოს მეორე გოლიც გაიტანა. გუჯა რუხაიას აქტიურობა, ლოგიკურ დასარულამდე ბუდუ ზივზივაძემ მიიყვანა. მეორე ტაიმი მასპინძელთა შეტევით განახლდა. ხვიჩა კვარაცხელია შეიჭრა საჯარიმოში, დაარტყა კიდეც, დინამოელთა კარი ძელმა იხსნა. 61- ე წუთზე რუსთაველთა სწრაფი შეტევა და თორნიკე კირკიტაძეს შეეძლო ანგარიშის შემცირება, მისი დარტყმული გარედან მოხვდა დინამოელთა კარს. 67- ე წუთზე მასპინძლები 10 კაცით დარჩნენ. არბიტრმა მოედნიდან რაფაელ ჩუკურა გააძევა, მან მეორე ყვითელი ბარათი მიიღო აკაკი შულაიასთან უხეშობისთვის. თამაშის მე- 80 წუთზე ბუდუ ზივზივაძე გავიდა მეკარესთან პირისპირ და დუბლი შეასრულა. დინამომ საბოლოოდ 3:0 იმარჯვა და დედაქალაქელებს თბილისობა მიულოცა. ჩვენი გუნდი მომდევნო ტურის შეხვედრას 21 ოქტომბერს ლოკომოტივთან ჩაატარებს. დ

 

რუსთავი  0:3  დინამო

 

გოლი: 0:1 შულაია 31’  0:2 ზივზივაძე 45’  0:3 ზივზივაძე 80’

გაფრთხილება: რუხაია 27’  კუცია 55’  ივანისენია 56’  ბუგულოვი 62’  ჩუკურა 63’  67’

გაძევება: ჩუკურა 67’

 

რუსთავი: სეფიაშვილი, კირკიტაძე, ბუგულოვი, ციცქიშვილი, ქავთარაძე (ლობჯანიძე 79), გადრანი, პაპავა, ჩუკურა, ხუბუტია (სილაგაძე 65), მარცვალაძე (თარხნიშვილი 71), კვარაცხელია

დინამო: სიკაჩი, რუხაია (ივანიშვილი 75), თოთაძე, ლოჩოშვილი (ხარაბაძე 38), კობოური, ნინუა, ივანისენია, კუცია (ქოჩლაძე 78), შულაია, შენგელია, ზივზივაძე

 

მსაჯი: ი. კვირიკაშვილი

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024