• Geo
  • Eng
18.10.2018
დინამო VS ლოკომოტივი - ურთიერთშეხვედრები

დინამო VS ლოკომოტივი - ურთიერთშეხვედრები

კვირას 21 ოქტომბერს ეროვნული ლიგის 29- ე ტურში თბილისური დერბია. შეხვედრა დინამო არენაზე 16.00 საათზე დაიწყება. დინამო და ლოკომოტივი ტრადიციული მეტოქეები გახლავთ, რაზეც მათ მიერ ჩატარებული მატჩების სტატისტიკაც მეტყველებს. აქამდე ჩატარებული 50 მატჩიდან 29- ჯერ წარმატება დინამოელებს დარჩათ, 12 მატჩი ყაიმით დასრულდა და 9 შეხვედრა ლოკომოტივმა მოიგო. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 79/32 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ.

ყველაზე დიდი სხვაობით დინამომ ოთხჯერ დაამარცხა მეტოქე. 1997 წლის 30 აპრილს, ამ გუნდების სადებიუტო შეხვედრაში ლურჯ-თეთრებმა 4:0 აჯობეს თეთრ-წითლებს. დავით მუჯირმა ჰეთ თრიქი შეასრულა, ხოლო ერთი გოლი გიორგი კიკნაძის ანგარიშზეა. მეორედ დინამომ 4:0 1999 წლის 19 სექტემბერს დააფიქსირა. მიხეილ აშვეთიას დუბლს, თითო გოლი კლიმენტი წიტაიშვილმა და რობერტ ზირაქიშვილმა მიამატეს. 2015 წლის 21 აგვისტოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩში დინამომ 4:1 მოიგო. თბილისურ დერბიში დინამოელთაგან თავის გამოჩენა გიორგი თევზაძემ, მათე ცინცაძემ, ჯაბა ჯიღაურმა და ზაზა ჭელიძემ მოახერხეს. 2016 წლის 18 ნოემბერს საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა მესამედ აჯობა ლოკომოტივს 4:0. გოლები გიორგი პაპუნაშვილმა, ვახტანგ ჭანტურიშვილმა, ბექა მიქელთაძემ და ჯაბა ჯიღაურმა გაიტანეს ლოკოს კარში. დიდი ანგარიშით დინამო ერთხელ - 2000 წლის 23 სექტემბერს დამარცხდა. ლოკომოტივმა 3:0 მოიგო. ყველაზე მეტი გოლი ამ გუნდების დაპირისპირებაში 2008 წლის 10 მაისს გავიდა. ჩვენმა გუნდმა პირველობის ბოლო ტურში, უკვე ჩემპიონის სტატუსით 6:5 მოუგო ლოკომოტივს. მათე ვაწაძემ და მიხეილ ხუციშვილმა დუბლი შეასრულეს. თავის გამოჩენა ასევე ჯორჯ აკირემმა და ლევან ხმალაძემ მოახერხეს. ყველაზე პოპულარული ანგარიში გუნდების დუელში გახლავთ 1:0, რომელიც 15- ჯერ დაფიქსირდა. 12 ნათამაშები ყაიმიდან კი 11 უგოლოდ დასრულდა. მათე ვაწაძეს (რომელიც ჩვენს გუნდს დაუბრუნდა) დინამოელთაგან ყველაზე მეტი - 6 გოლი აქვს გატანილი ლოკომოტივის კარში.

ჩემპიონატში ამ გუნდების ბოლო დაპირისპირება 2018 წლის 12 აგვისტოს შედგა და მესხი 2- ზე  გამართული მატჩი დინამოელთა გამარჯვებით 4:2 დასრულდა. ბუდუ ზივზივაძემ ჰეთ თრიქი შეასრულა, ერთი გოლიც დმიტრო ივანისენიას ანგარიშზეა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024