• Geo
  • Eng
19.10.2018
12 წლამდე დინამოელები ატეიტის თასზე

დინამო თბილისის 12 წლამდე შემადგენლობა კახა გოგოლაძის ხელმძღვანელობით ლიეტუვაში იმყოფება, სადაც ატეიტის თასის ტრადიციულ გათამაშებაში იღებს მონაწილეობას. დინამოელებს ტურნირზე G ჯგუფში მეტოქეობას ინგლისური ბათი და ლატვიური ალბერთსი უწევდნენ. პირველი ინგლისელებთან პაექრობა შედგა, რომელიც დინამოელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. გოლი ალექსანდრე თურქიას ანგარიშზეა. ლატვიელებთან მატჩი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა. მეტოქემ პირველ ტაიმში გახსნა ანგარიში, თუმცა თბილისელებმა მეორე ნახევარში სათამაშო უპირატესობა გამოიყენეს, დავით მამასახლისმა და ლექსო ფეიქრიშვილმა შედეგიანად ითამაშეს და დინამომ მეორე მატჩიც მოიგო. საღამოს ჩვენი გუნდი, რომელმაც ვადაზე ადრე მოიპოვა G ჯგუფში პირველი ადგილი, მეორე ეტაპის (ჩემპიონობისკენ სავალი გზა) პირველ შეხვედრას ჩაატარებს.

 

U12 დინამო თბილისი 1:0  ბვბ 03 ბათი

დინამო: ხელაშვილი, ქელდიშვილი, გრიგალავა, ბენდიანიშვილი, პატარკაციშვილი, ფეიქრიშვილი, შაშიაშვილი, ბუბუტეიშვილი, ვარსიმაშვილი, თურქია, ნაჭყებია

შეცვლაზე შევიდნენ: ბერელიძე, საჯაია, ბერძენიშვილი, მამასახლისი, ბაგიშვილი, კერესელიძე, ბურდიაშვილი

 

U12 დინამო თბილისი 2:1 ალბერთსი რიგა

დინამო: საური, ქელდიშვილი, გრიგალავა, ბენდიანაშვილი, პატარკაციშვილი, ფეიქრიშვილი, შაშიაშვილი, ბუბუტეიშვილი, ვარსიმაშვილი, მამასახლისი, ნაჭყებია

შეცვლაზე შევიდნენ: ბერელიძე, საჯაია, ბაგიშვილი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024