• Geo
  • Eng
02.09.2018
მომავლის თასზე დინამომ ბაიაც დაამარცხა

მარტვილში მიმდინარე მომავლის თასი 2018- ის გათამაშება ძალებს იკრებს. ტურნირის მეორე დღეს პატარა დინამოელები ზუგდიდის ბაიას შეხვდნენ და სრული სათამაშო უპირატესობის მიუხედავად ოდენ 1:0 დაამარცხეს მეტოქე. გამარჯვების გოლი საჯაიას ანგარიშზეა. შეგახსენებთ, რომ ტურნირი 2005 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა შორის იმართება, ხოლო დინამო ერთი წლით უმცროსი გუნდით ასპარეზობს. კახა გოგოლაძის გუნდმა მანამდე ზესტაფონის მარგვეთს მოუგო 5:0, ჯგუფში დარჩენილ კიდევ ერთ შეხვერას კი დინამოელები ფოთის კოლხეთთან გამართავენ.

დინამო თბილისი 1:0 ბაია ზუგდიდი

დინამო: საური, პატარკაციშვილი, ბერძენიშვილი, ფეიქრიშვილი, გრიგალავა, ბაღიშვილი, ბერელიძე, ბურდიაშვილი, ჩიკვილაძე, კერესელიძე, საჯაია

შეცვლაზე შევიდნენ: ხელაშვილი, ვარსემაშვილი, თურქია, შაშიაშვილი, ნაჭყებია, ბუბუტეიშვილი, ბენდიანიშვილი, ინაიშვილი, ქელდიშვილი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024