• Geo
  • Eng
07.09.2018
ქართველი ფეხბურთელი პუშკაშის გვერდით

უეფას ერთა ლიგის გათამაშებაში გიორგი ჩაკვეტაძემ პირველი და ისტორიული გოლი გაიტანა. მან შეხვედრის 69- ე წუთზე ულამაზესი და ზუსტი დარტყმით ყაზახეთის ნაკრების კარი დალაშქრა. ამ ფაქტს უეფას ოფიციალური გვერდი გამოეხმაურა და იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალი მოგვახსენა, რომლებსაც ევროპულ საერთაშორისო ტურნირებში სადებიუტო გოლის ავტორობა ერგოთ. შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძე დინამო თბილისის აკადემიის აღზრდილია და საქართველოს ნაკრების შემტევი დღეს ბელგიური გენტის ღირსებას იცავს.

  • უეფას ერთა ლიგა (გიორგი ჩაკვეტაძე. ყაზახეთი 0:2 საქართველო. 6.9.2018)
  • ევროპის ჩემპიონთა თასი (ჟოაუ ბაპტისტა. სპორტინგი 3:3 პარტიზანი 4.9.1955)
  • ევროპის ჩემპიონატი (ანატოლი ილინი. სსრკ 3:1 უნგრეთი 28.9.1958)
  • საკონტინენტთაშორისო თასი (ფერენც პუშკაში. რეალი 5:1 პენიაროლი 4.9.1960)
  • თასების მფლობელთა თასი (ჰიორსტ კოლე. ფიორვართსი 2:1 რუდა ჰვეზდა 1.8.1960)
  • უეფას თასი (რალფ კოუთსი. კეფლავიკი 1:6 ტოტენჰემ ჰოთსფური 14.9.1971)
  • უეფას სუპერ თასი (ლუჩანო კიარუჯი. მილანი 1:0 აიაქსი 9.1.1974)
  • უეფას ჩემპიონთა ლიგა (დანიელ ამოკაჩი. ბრიუგე 1:0 ცსკა მოსკოვი 25.11.1992)
  • ინტეტრტოტოს თასი (ერჯუმენტ შაჰინი. უიმბლდონი 0:4 ბურსასფორი 24.6.1995)
  • უეფას ევროპა ლიგა (ალბერტო საპატერი. ჯენოა 2:0 სლავია პრაღა 17.9.2009)
  • უეფას ახალგაზრდული ლიგა (სინან ბიტიქი. ვიკტორია პლზენი 1:4 მანჩესტერ სიტი 17.9.2013)

 

 

  • უეფას ქალთა ევროპის ჩემპიონატი (ჰელენ იოჰანსონი. ფინეთი 0:6 შედეთი 18.8.1982)
  • უეფას ქალთა თასი (გაბრიელა ენაში. ქოდრუ ანენი 9:0 ილირია 14.8.2001)
  • უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგა (კოსმინა დუშა. კლუიანა 1:0 გლენტორანი 30.9.2009)

 

 

  • უეფას ფუტზალის ჩემპიონატი (სერჰი უსაკოვსკი. სერბეთი 5:9 უკრაინა 23.10.1995)
  • უეფას ფუტზალის თასი (პედრო მედინა. პრამენ ბროდი 3:7 ექშნ შარლერუა 8.10.2001)

 

 

https://www.uefa.com/uefanationsleague/news/newsid=2569324.html

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024