ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეოთხე ტურის შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი 29 მარტს თბილისში ზესტაფონის საფეხბურთო კლუბის წინააღმდეგ გამართავს, გიორგი ვადაჭკორია განსჯის, რომელსაც ასისტენტობას ზ. მენთეშაშვილი და ი. უკლება გაუწევენ. დამატებითი არბიტრები იქნებიან დ. ხარიტონაშვილი და ა. ნონიკაშვილი. სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი ჯ. ხორავა შეასრულებს.
ჩვენი გუნდის მონაწილეობით გიორგი ვადაჭკორიამ ბოლოს მიმდინარე ჩემპიონატის მეოცე ტურის მატჩი იმსაჯა. დინამო თბილისმა ზესტაფონში სკ ჩიხურა საჩხერე ანგარიშით 5:1 დაამარცხა. აღნიშნიულ მატჩში გიორგი ვადაჭკორიამ ორჯერ გააფრთხილა ჩიხურას ფეხბურთელები (კვარაცხელია და დათუნაიშვილი), ხოლო ერთხელ დინამოელი ძარია. ასევე დანიშნა პენალტი საჩხერელთა კარში.
უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც გიორგი ვადაჭკორიამ იმსაჯა პირველ ლიგაში გამართული ჭიათურა 0:2 სამტრედია არის. აღნიშნულ მატჩში გიორგი ვადაჭკორიას ფეხბურთელები არ გაუფრთხილებია.
ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის, გიორგი ვადაჭკორიას მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:
გიორგი ვადაჭკორია
===========================================
უმაღლესი ლიგა - 111 თამაში / 462 ყვითელი / 23 წითელი / 30 პენალტი
პირველი ლიგა – 6 თამაში / 17 ყვითელი / 0 წითელი / 3 პენალტი
მეორე ლიგა – 8 თამაში / 21 ყვითელი / 1 წითელი / 2 პენალტი
საქართველოს თასი – 7 თამაში / 25 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი
საქართველოს სუპერ თასი – 2 თამაში / 10 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი
უეფა.ევროპა ლიგა.საკვალიფიკაციო ეტაპი – 3 თამაში / 8 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი
უეფა.ევროპის ჩემპიონატი U21. საკვალიფიკაციო ეტაპი – 4 თამაში / 13 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
უეფა.ევროპის ჩემპიონატი U17. საკვალიფიკაციო ეტაპი – 4 თამაში / 18 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი
საერთაშორისო ამხანაგური მატჩები – 1 თამაში / 3 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი