• Geo
  • Eng
27.10.2018
დინამომ სამტრედია დაჯაბნა

დღეს ზესტაფონში 30- ე ეროვნული ლიგის 30- ე ტურის შეხვედრ შედგა, რომელშიც სამტრედიამ დინამოს უმასპინძლა. თბილისელებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და პირველივე წუთებზე სახიფათო შეტევა განახორციელეს. მე- 9 წუთზე დედაქალაქელების შეტევა, გუჯა რუხაიამ ჩააწოდა და მათე ვაწაძის ნახევარბრუნში დარტყმული ოდნავ გადაცდა სამტრედიელთა კარს. ცოტახანში ისევ მათე ვაწაძის შანსი, რომელიც ჩვენი გუნდის ფორვარდმა ვერ გამოიყენა, მას დარტყმული ბურთი აეჭრა. შეხვედრის მე- 19 წუთზე დინამოელთა შეტევებმა საბოლოოდ გამოიღო შედეგი. აკაკი შულაია მარჯვენა ფრთიდან ცრუ მოძრაობით შეიჭრა საჯარიმოში, ძლიერად გაისროლა და დედაქალაქელები დააწინაურა. 10 წუთში დავით კუპატაძემ იხსნა თავისი კარი. მან დმიტრო ივანისენიას ერთი შეხებით დარტყმული ბოლო წამს მოიგერია. საპასუხოდ გიორგი ფანცულაიას სახიფათო დარტყმა სტეპან სიკაჩმა გააქვავა. დინამომ ცოტახანში თავისი უპირატესობა ორამდე გაზარდა. გუჯა რუხაიას მარჯვენა ფრთიდან ჩაწოდებული ერთი შეხებით და უძლიერესი დარტყმით მათე ვაწაძემ გადაგზავნა სამტრედიელთა კარში. ამის შემდეგ მიჯრით ორჯერ ჯერ ლევან შენგელიას, შემდეგ კი აკაკი შულაის გაუცუდდათ მომენტები. 41- ე წუთზე ბუდუ ზივზივაძის ორი შანსი და ერთი გოლი. პირველ შემთხვევაში ჩვენმა ფორვარდმა ძელს გაარტყა, მეორედ კი ანგარიში სამამდე გაზარდა. სამტრედიამ ტაიმის ბოლოს ერთი ბურთი გაქვითა, გოლი ჯაბა ლიპარტიამ გაიტანა. მსაჯის სატვენამდე კი აკაკი შულაიას ჩაწოდებულს მათე ვაწაძემ დაჰკრა თავი და მასპინძელთა კარი გოლისგან ხარიხამ გადაარჩინა. პირველი ტაიმი ესეც დასრულდა. მეორე ნახევარი სამი წუთის განახლებული იყო, როდესაც მასპინძელთა კარში ლაშა თოთაძემ საფირმო საჯარიმო დარტყმა გოლად გარდასახა. 58- ე წუთზე სამტრედიელთა კარის ხარიხამ ამჯერად დათო კობოურს არ გაატანინა. სამიოდე წუთში ბუდუ ზივზივაძე გაექცა მეურვეს, შეიჭრა საჯარიმოში, ბურთი აკაკი შულაიას გადააწოდა და დინამომ მეხუთედ აიღო სამტრედიელთა კარი. ისევ თბილისელთა შეტევა, ზივზივაძე ერთი ერთზე გადის და მეექვსე გოლი გააქვს. ისევ სამი წუთი და მეშვიდე გოლი შეცვლაზე შემოსული გიორგი ივანიშვილის ანგარიშზეა. მანვე 88- ე წუთზე დუბლი შეასრულა შეხვედრაც 8:1 დასრულდა. მომდევნო მატჩს დინამო თბილისში 31 ოქტომბერს ტორპედოს  წინააღმდეგ ჩაატარებს.

 

სამტრედია  1:8  დინამო

 

გოლი: 0:1 შულაია19’  0:2 ვაწაძე 33’  0:3 ზივზივაძე 41’  1:3 ლიპარტია 43’  1:4 თოთაძე 48’  1:5 შულაია 61’  1:6 ზივზივაძე 69’  1:7 ივანიშვილი 72’  1:8 ივანიშვილი 88’

გაფრთხილება: გოგიაშვილი 47’ 

 

სამტრედია: კუპატაძე, ფატიჩი (შალიკაშვილი 65), ენდელაძე, გოგიაშვილი, ჩაჩუა, მამასახლისი, კერძევაძე, გორელიშვილი (ბურკაძე 73), კუჭუხიძე (კოშმანი 52), ფანცულია, ლიპარტია

დინამო: სიკაჩი, რუხია, თოთაძე, ლოჩოშვილი, კობოური, ნინუა, ივანისენია (ზარია 80), შენგელია, შულაია (ივანიშვილი 66), ვაწაძე (ქარდავა 73), ზივზივაძე

 

მსაჯი: პ. მაჭარაძე

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024