• Geo
  • Eng
12.09.2018
15 წლამდელებმა ქუთაისის ტორპედო 8:0 დაჯაბნეს

ოქროს ლიგის 15 წლამდელთა გათამაშებაში მორიგი ტურის მატჩები ჩატარდა. გათამაშების ერთპიროვნულმა ლიდერმა და მოქმედმა ჩემპიონმა ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 8:0 დაჯაბნა მეტოქე. ვახტანგ იაგორაშვლის გუნდმა პირველივე წუთებიდან მოპოვებული სათამაშო ინიციატივა შეხვედრის ბოლომდე შეინარჩუნა და ცხრილში პირველი ადგილი ტრადიციულ მეტოქესთან გამარჯვებით განიმტკიცა. დუბლი ჩხეტიანმა და აბუაშვილმა შეასრულეს, დანარჩენი ოთხი გოლი კი ქუთაისელთა კარში იობაშვილმა, გეგიძემ, ბაბლუანმა და სიჭინავამ გაიტანეს. დინამო 8 ჩატარებული მატჩის შემდეგ 7 მოგებით და ბალანსით 37/2 ლიდერობს. მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი 16 სექტემბერს ლოკომოტივთან გამართავს.

 

U15 დინამო 8:0 ტორპედო

U15 დინამო: ტურძელაძე, ხვადაგიანი, ქავთარაძე, გაგნიძე, სალუქვაძე, გოგოტიშვილი, ბაბლუანი, აბუაშვილი, ჩხეტიანი, იობაშვილი, გეგიძე

შეცვლაზე შევიდნენ: მოდებაძე, გოგობერიშვილი, სიჭინავა, აზარაშვილი, შენგელია

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024