• Geo
  • Eng
17.09.2018
სამმაგი გამარჯვება ოქროს ლიგაში

დინამო თბილისის 15, 17 და 19 წლამდე გუნდებმა ოქროს ლიგაში მორიგი ტურის მატჩები ჩაატარეს და სამივე გუნდმა გამარჯვება მოიპოვა. ვახტანგ იაგორაშვილის გუნდი ლოკომოტივს შეხვდა და 3:0 იმარჯვა. გოლები თბილისურ დერბიში იობაშვილმა, გეგიძემ და მელაძემ გაიტანეს. ჩვენი აკადემიის 15 წლამდელებს 9 თამაშიდან 24 ქულა დაუგროვდათ და სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულად ლიდერობენ. მომდევნო მატჩს დინამოელები 22 სექტემბერს სამტრედიაში ჩაატარებენ.

17 წლამდელებმა სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე უმნიშვნელოვანესი მატჩი ჩაატარეს გორში და 15 წლამდელთა დარად 3:0 იმარჯვეს. ბოლო ტურებში დაკარგული ქულების გამო გოჩა ჩიქოვანის გუნდს ცხრილში პირველი ადგილის დასაბრუნებლად გორში გამარჯვება მართებდა. სტუმრებმა მასპინძლებს უპირობოდ აჯობეს. აწყურელის, ლომთაძის და ფარულავას გოლებით 3:0 იმარჯვეს და ბურთების უკეთესი ბალანსის მაჩვენებლით სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი დაიბრუნეს. დინამოელები შემდეგ მატჩს მარტვილში სალხინოსთან 23 სექტემბერს ჩაატარებენ.

დინამო თბილისის 19 წლამდე შემადგენლობამ ცხინვალს უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დაჯაბნა მეტოქე. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა ოპონენტს 9 უპასუხო გოლი გაუტანა. გაბუნიამ თავის ანგარიშზე 5 ზუსტი დარტყმა ჩაიწერა. ჰეთ თრიქი ბაბუნაძემ შეასრულა და ერთხელაც თავი დარცმელიამ გამოიჩინა. ჩვენი გუნდი პირველადგილოსან ლოკომოტივს 3 ქულით ჩამორჩება. დინამოს მომდევნო და სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი შეხვდერა 23 სექტემბერს შევარდენთან ელის.

 

U15 ლოკომოტივი 0:3 დინამო

U17 დილა 0:3 დინამო

U19 დინამო 9:0 ცხინვალი

 

U15 დინამო: ტურძელაძე, სალუქვაძე, ხვადაგიანი, ქავთარაძე, გაგნიძე, გოგოტიშვილი, ბაბლუანი, სიჭინავა, ჩხეტიანი, იობაშვილი, გეგიძე

შეცვლაზე შევიდნენ: აზარაშვილი, მელაძე, გოგობერიშვილი, შენგელია, შურღაია

 

U17 დინამო: კუტალაძე, მელიქიშვილი, ერაძე, ჭავჭანიძე, ქველაძე, ოსიყმაშვილი, ფარულავა, კოპალეიშვილი, ჩარკვიანი, აწყურელი, ლომთაძე

შეცვლაზე შევიდნენ: კვარაცხელია, აბუაშვილი, კაჭარავა, მორჩილაძე, ზურებიანი

 

U19 დინამო: მამარდაშვილი, უგრეხელიძე, ძოწენიძე, გაბელაია, დარცმელია, გაბიტაშვილი, მექვაბიშვილი, კიტეიშვილი, გულდედავა, აზაროვი, გაბუნია

შეცვლაზე შევიდნენ: ხარშილაძე, ხორხელი, ბაბუნაძე, კალანდაძე, ბასარია

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024