• Geo
  • Eng
14.11.2018
17 წლამდელების მორიგი 3 ქულა

17 წლამდე დინამომ ოქროს ლიგის გათამაშების მე- 15 ტურის მატჩი გამართა, რომელშიც 35- ე სკოლის გუნდს დაუპირისპირდა. უხვგოლიანი და საინტერესო დაპირისპირება საბოლოოდ ჩემპიონატის ლიდერის გამარჯვებით 4:3 დასრულდა. ხორხელმა დუბლი შეასრულა, ერთი გოლი მორჩილაძემ გაიტანა და ერთხელაც მასპინძლებმა თავად აიღეს საკუთარი კარი. გოჩა ჩიქოვანის გუნდმა ამ გამარჯვებით დიდი ნაბიჯი გადადგა საჩემპიონო ტიტულისკენ. სამი ტურით ადრე დინამოელები 40 დაგროვილი ქულით ლიდერობენ სატურნირო ცხრილს. მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი 18 ნოემბერს საბურთალოსთან გამართავს.

 

 

U17 35- ე სკოლა 3:4 დინამო თბილისი

 

U17 დინამო: კუტალაძე, მელიქიშვილი, ჭავჭანიძე, ერაძე, ქველაძე, ოსიყმაშვილი, ფარულავა, ლომთაძე, აწყურელი, მორჩილაძე, ზურებიანი

შეცვლაზე შევიდნენ: კვარაცხელია, წაქაძე, კაჭარავა, ხორხელი, ჯანგველაძე

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024