• Geo
  • Eng
14.11.2018
ატეიტის თასზე 11 წლამდე დინამო

დინამოს აკადემიის 11 წლამდე შემადგენლობა რევაზ გვარაკიძის ხელმძღვანელობით ვილნიუსში მიემგზავრება. თბილისელები ლიეტუვაში მიმდინარე ატეიტის თასზე მიიღებენ მონაწილეობას. ჩვენს გუნდს ტურნირის E ჯგუფში მეტოქეობას - ვასალუნდსი (შვედეთი), დევიატკა (რუსეთი), დაუგავპილსი (ლატვია) და ჟალგირიეტისი (ლიეტუვა) გაუწევენ. მატჩები 16, 17 და 18 ნოემბერს ჩატარდება, თასის გათამაშებაში კი 40 გუნდი იღებს მონაწილეობას (მათ შორის ლივერპული). დინამო ვილნიუსში 16 ფეხბურთელით გაემგზავრება:

კობა კაკაშილი, გიორგი გვასალია, ალექსანდრე ჭოლოკავა, ლაშა ხუციშვილი, ლუკა წულაია, ანდრია ჩიქოვანი, დავით ღვარძელაშვილი, საბა კაკულია, ნიკოლოზ გვაზავა, ანდრია აბაშიძე, ვახტანგ სალია, თეიმურაზ ბარნოვი, ნიკა უზოევი, თორნიკე რეხვიაშვილი, ლაზარე ნათენაძე, ნოდარ ბედიაშვილი.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024