• Geo
  • Eng
27.09.2018
დინამომ კოლხეთს 2:1 მოუგო

დინამომ 26- ე ტურის შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართა. ჩვენმა გუნდმა ფოთის კოლხეთი მიიღო და 2:1 დაამარცხა მეტოქე. შეხვედრის დაწყებამდე გუნდებმა და სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივარმა წუთიერი დუმილით საქართველოს ერთიანობისთვის თავდადებულ გმირებს პატივი მიაგეს. დინამოელებმა სათამაშო უპირატესობა პირველივე წუთებიდან მოიპოვეს და შეუტიეს მეტოქეს. მე- 17 წუთზე დავით კობოურმა მარცხენა ფრთიდან ჩააწოდა, ბურთი მათე ვაწაძემ ერთი შეხებით ლევან შენგელიას დაუგდო, რომელმაც ზუსტი დარტყმით გახსნა ანგარიში. 24- ე წუთზე იმედა აშორტიამ ჩვენი გუნდი მეკარისა და დაცვის ხაზის შეუთანხმებელი თამაშით ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა 1:1. შეხვედრის 38- ე წუთზე მათე ვაწაძემ ითამაშა დასწრებაზე, მისი თავური კი სანტიმეტრებში აცდა სტუმართა კარს. ცოტახანში უკვე აკაკი შულაიას შეეძლო თავის გამოჩენა, მაგრამ დარტყმული გაუცუდდა. მეორე ტაიმი პირველის მსგავსად დედაქალაქელთა უპირატესობით გაგრძელდა და 54- ე წუთზე ლევან შენგელიამ ლამაზი დარტყმით დუბლი გაიფორმა. ამის შემდეგ გუჯა რუხაია ამწვავებდა შეტევას, ხოლო მისი დარტყმული ბოლო წამს მცველებმა მოიგერიეს. საპასუხოდ კოლხეთმაც სახიფათოდ შეუტია. შეხვედრის ბოლო წუთები ოდნავ ქოსურ თამაშში მიილია, ანგარიში აღარ შეცვლილა და დინამომ 2:1 იმარჯვა. მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი 30 სექტემბერს გორში ჩაატარებს.

 

დინამო  2:1  კოლხეთი

 

გოლი: 1:0 შენგელია 17’  1:1 აშორტია 24’  2:1 შენგელია 54’ 

გაფრთხილება: იმნაძე 37’  ლოჩოშვილი 85’  ერგემლიძე 90+2’

 

დინამო: სიკაჩი, რუხაია, ლოჩოშვილი, კობოური, ქაფიანიძე, ნინუა (ქოჩლაძე 76), ქარდავა, კუცია, შენგელია (ივანიშვილი 85), შულაია (ერგემლიძე 66), ვაწაძე

კოლხეთი: კნიგა, კერელეიშვილი, ციკოლია, დოროშენკო, აფხაზავა, აშორტია (შალიკაშვილი 86), ჭეჭელაშვილი (კაბორე 55), ხატიაშვილი, იმნაძე, პრიჩინენკო, მთივლიშვილი (ძაძამია 81)

 

მსაჯი: გ. კიკაჩეიშვილი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024