• Geo
  • Eng
25.11.2018
26 ნოემბერი დინამოს ისტორიაში

26 ნოემბერს მიხეილ მესხის სტადიონზე ეროვნული ლიგის 33- ე ტურის შეხვედრა გაიმართება, რომელშიც საბურთალო დინამოს უმასპინძლებს. მატჩი 19.00 საათზე დაიწყება.

26 ნოემბერს დინამო თბილისს თავის ისტორიაში 7 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული. აქედან 5 შეხვედრაში თბილისელებმა გამარჯვება იზეიმეს, ერთხელ კი ყაიმს დასჯერდნენ. გატანილი და გაშვებული ბურთბის ბალანსია 14/6 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ.

1963 წელს დინამომ მოსკოვის ლოკომოტივს უმასპინძლა და ფრედ 2:2 დაცილდა რკინიგზელებს. გოლები მოსკოველთა კარში სლავა მეტრეველმა და მურთაზ ხურცილავამ გაიტანეს.

1991 წელს თბილისელები ოჩამჩირეში ადგილობრივ ამირანს შეხვდნენ და 3:1 იმარჯვეს. ზუსტი დარტყმები კახი კაჭარავას (2) და ზაზა რევიშვილის ანგარიშზეა. 2003 წელს დინამომ იმავე ანგარიშით მცხეთას მოუგო, გოლები კი მცხეთელებს სანდრო იაშვილმა, ვიტალი დარასელიამ და რატი ალექსიძემ გაუტანეს. სამი წლის შემდეგ თბილისელები ბათუმს დაუპირისპირდნენ. მიხეილ ბობოხიძის დუბლით და გურამ კაშიას გოლით ჩვენმა გუნდმა ისევ 3:1 მოიგო მატჩი. 2010 წელს დინამო არენაზე ბოლნისის სიონს ვუმასპინძლეთ. მატჩი მასპინძლებმა სათავისოდ 2:0 დაასრულეს, გოლები მათე ვაწაძემ და ირაკლი ლექვთაძემ გაუტანეს ბოლნისელებს. 2016 წელს ქართული დერბი ქუთაისში შედგა და გიორგი ზარიას გოლით დედაქალაქელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. 2017 წელს ისევ ტორპედოსთან მატჩი და ამჯერად მარცხი 0:1.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024