• Geo
  • Eng
02.12.2018
17 წლამდელებმა სეზონი დაასრულეს და ჩემპიონობა იზეიმეს

დინამოს აკადემიის მოედანზე გოჩა ჩიქოვანის გუნდმა ბოლო ტურის შეხვედრა გორის დილასთან გამართა და 1:1 დაუზავდა მეტოქეს. გოლი დავით ზურებიანის ანგარიშზეა, რომელიც ჩვენი გუნდის შემადგენლობაში 14 გატანილი გოლით ბომბარდირი გახდა. მოგეხსენებათ დინამოელებმა ჩემპიონობის მოსაპოვებლად საკმარისი ქულები ოქროს ლიგის დასრულებამდე 3 ტურით ადრე დააგროვეს და ტიტული შეინარჩუნეს. საბოლოოდ ჩვენმა 17 წლამდელებმა 18 შეხვედრიდან, 14 მატჩი გამარჯვებით დაასრულეს, 3- ჯერ ფრედ ითამაშეს და ერთხელ დამარცხდნენ. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 62/11.

დინამო 1:1 დილა

დინამო: თვალოძე, ერაძე, ქველაძე, მელიქიშვილი, ოსიყმაშვილი, წაქაძე, ფარულავა, ლომთაძე, აწყურელი, ზურებიანი, ჯანგველაძე

შეცვლაზე შევიდნენ: კვარაცხელია, კაჭარავა, ხორხელი, მორჩილაძე, ჩარკვიანი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024