• Geo
  • Eng
25.10.2018
19 წლამდელებმა სამტრედიას 6:0 აჯობეს

19 წლამდე ოქროს ლიგაში მორიგი ტურის მატჩი ჩაატარა დინამომ. თბილისელები სამტრედიას ესტუმრნენ და მასპინძლები დიდი ანგარიშით 6:0 დაამარცხეს. აღსანიშნავია, რომ სათამაშო უპირატესობის მიუხედავად დედაქალაქელებმა მასპინძლები ოდენ პირველი ტაიმის ბოლოს გატეხეს და გახსნეს ანგარიში. საბოლოოდ დუბლი გაბუნიას ანგარიშზეა, თითო გოლი კი ბერიაშვილმა, გულდედავამ, გაბელაიამ და ხორხელმა გაიტანეს. დინამო ლოკომოტივს დაგროვილი ქულებით წამოეწია თუმცა, მთავარ კონკურენტთან შედარებით ერთით მეტი მატჩი გვაქვს ჩატარებული. მომდევნო შეხვედრას ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი ბათუმის დინამოსთან 30 ოქტომბერს ჩაატარებს.

 

U19 სამტრედია 0:6 დინამო

U19 დინამო: მამარდაშვილი, გაბელაია, ძოწენიძე, უგრეხელიძე, გაბიტაშვილი, მექვაბიშვილი, გულდედავა, კიტეიშვილი, გაბუნია, მოისწრაფიშვილი, ბერიაშვილი

შეცვლაზე შევიდნენ: ხორხელი, ჯანგიძე, აწყურელი

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024