• Geo
  • Eng
28.10.2018
გამეორებული რეკორდი

გუშინ ზესტაფონში ეროვნული ლიგის 30- ე ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც სამტრედიამ დინამოს უმასპინძლა. მატჩი უხვგოლიანი გამოდგა და დედაქალაქელთა გამარჯვებით 8:1 დასრულდა. ჩატარებულ შეხვედრაში რამდენიმე აღსანიშნავი მომენტი დაფიქსირდა: მიმდინარე სეზონში ერთ თამაშში 9 გოლი მეორედ გავიდა. ერთ მატჩში სამმა ფეხბურთელმა - ბუდუ ზივზივაძემ, აკაკი შულაიამ და გიორგი ივანიშვილმა გაიფორმეს დუბლი. დინამომ ეროვნული ჩემპიონატში დამყარებული რეკორდი მეორედ გაიმეორა და გასვლით თამაშში 8 გოლი გაიტანა. პირველად დინამომ 8 გოლი გასვლაზე 1996 წელს ყვარელში დურუჯს გაუტანა (2:8). ასევე გასვლით შეხვედრაში 7 ბურთიანი სხვაობით გამარჯვების რეკორდი გამეორდა. 1990 წელს ფოთის კოლხეთმა ხაშურში ცხინვალის ლიახვი დაამარცხა 8:1, იმავე ანგარიშით და იმავე წელს შევარდენს ლანჩხუთის გურიამ მოუგო, 1995 წელს დინამომ წყალტუბოში სამგურალს მოუგო 7:0, ხოლო 2000 წელს იმავე ანგარიშით სენაკში ლოკომოტივმა ხობის კოლხეთი დაამარცხა. საერთოდ 7 და მეტი სხვაობით ეროვნულ ჩემპიონატში დინამოს 20 მატჩი აქვს მოგებული. 8 გოლი კი ჩვენმა გუნდმა 11 პაექრობაში 9 მეტოქეს გაუტანა (ორჯერ ბოლნისის სიონსა და ოზურგეთის მერცხალს). აქვე გთავაზობთ დინამოელთა მიერ  7 და მეტი სხვაობით მოგებული მატჩების სიას:

20.5.90 დინამო 8:1 მერცხალი ოზურგეთი

17.8.90 დინამო 7:0 ლიახვი ცხინვალი

12.6.92 დინამო 10:1 სულორი ვანი

3.6.93 დინამო 12:4 გორდა რუსთავი (ყველაზე უხვგოლიანი მატჩი ეროვნულ ჩემპიონატში)

18.4.94 დინამო 7:0 ივერია ხაშური

14.8.94 დინამო 10:1 დურუჯი ყვარელი

15.9.94 დინამო 10:1 მარგვეთი ზესტაფონი

22.5.95 სამგურალი წყალტუბო 0:7 დინამო

9.11.95 დინამო 11:0 დურუჯი ყვარელი

31.5.96 დინამო 8:0 სიონი ბოლნისი

17.11.96 დინამო 8:0 მარგვეთი ზესტაფონი

30.8.98 დინამო 8:1 სიონი ბონისი

17.11.2000 დინამო 9:0 სიონი ბოლნისი

18.11.02 დინამო 10:0 მერანი-91

31.8.03 დინამო 8:1 მერცხალი ოზურგეთი

2.4.05 დინამო 9:0 დილა გორი

29.9.07 დინამო 7:0 ბათუმი

23.5.09 დინამო 12:0 ბორჯომი (ყველაზე დიდი სხვაობა ეროვნულ ჩემპიონატში)

13.5.15 დინამო 7:0 ზუგდიდი

27.10.18 სამტრედია 1:8 დინამო

 

ჩამოთვლილი გუნდების გარდა დინამომ 8 გოლი კიდევ 5 თამაშში გაიტანა:

20.4.92 დინამო 8:2 ამირანი

2.11.93 დინამო 8:2 კახეთი თელავი

19.5.95 დინამო 8:2 საპოვნელა თერჯოლა

21.5.96 დურუჯი ყვარელი 2:8 დინამო

2.9.96 დინამო 8:2 ივერია ხაშური

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024