• Geo
  • Eng
17.12.2018
პატარა დინამოელებმა ბენდელას თასი გამარჯვებით გახსნეს

დღეს სტარტი აიღო ბენდელას თასის 29- ე გათამაშებამ. 11 წლამდე ფეხბურთელთა ტურნირში დინამოს აკადემია ორი გუნდით გახლავთ წარდგენილი. 10 წლამდე დინამოელები ზურა ელიავას ხელმძღვანეობით და 11 წლამდელები რევაზ გვარაკიძის თავკაცობით. ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ელიავას შეგირდებს მეტოქეობას ერთი წლით უფროსი ყაზახური აქტაუ, გორი და საბურთალო ბენდელა უწევენ. ხოლო გვარაკიძის გუნდი მარტვილის დინამოს, რუსთავს და საბურთალო იოსებიძეს ეპაექრება. დღეს სწორედ პირველი ტურის მატჩები ჩატარდა. აქტაუს ჩვენმა გუნდმა 4:0 აჯობა. შედეგიანად ბენდელიანმა, მარტიაშვილმა, მხეიძემ და ჯანელიძემ ითამაშეს. 11 წლამდელებმა მარტვილელ დინამოელებს 11 უპასუხო გოლი გაუტანეს. ელისაშვილმა ჰეთ თრიქი შეასრულა, დუბლი კაკაშილმა და სალიამ გაიფორმეს, თითო გოლიც რეხვიაშვილის, გვაზავას, კაკულიას და აბაშიძის ანგარიშზეა.

 

U10 დინამო 4:0 აქტაუ

დინამო თბილისი 11:0 დინამო მარტვილი

 

 

U10 დინამო: ბაშარული, ერიაშვილი, ხარებაშვილი, შუბითიძე, ბაქრაძე, ციკოლია, ლომიძე, მხეიძე, ჯანელიძე

ადამია, სილაკაძე, მელქაძე, წიქარიშვილი, მარტიაშვილი, ბენდელიანი

 

U11 დინამო: ბედიაშვილი, გვასალია, ჩიქოვანი, წულაია, გვაზავა, რეხვიაშვილი, კაკულია, ხუციშვილი, სალია

აბაშიძე, ჩოლოკავა, ბარნოვი, კაკაშვილი, ელისაშვილი, უზოევი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024