დღეს საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის მე– 19 ტურის მატჩი გაიმართა. დინამოს აკადემიის მოედანზე დინამო 2– მა ტყიბულის მეშახტეს უმასპინძლა და ერთი მიღებული გოლის საპასუხოდ 6 გოლი გაიტანა სტუმართა კარში.
შეხვედრა მთლიანად უჩა სოსიაშვილის გუნდის უპირატესობით წარიმართა, რაც საბოლოო ანგარიშშიც აისახა. პირველ ნახევარში გუნდის კაპიტანამა– ბიძინა მახარობლიძემ ორჯერ (13’ და 22’) აიღო ტყიბულელთა კარი. 54– ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ მესამე გოლი გაიტანა ლევან გორდეზიანის კარში. შემდეგ სტუმრებმა ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხეს 3:1. კიდევ სამი გოლი დინამოელებმა ბოლო 10 წუთში გაიტანეს. 81–ე წუთზე დავით ვოლკოვმა ითამაშა ზუსტად. 85– ზე საბა ლობჟანიძე გამოირჩა და შეხვედრის ბოლო წუთზე ნიკა კვეკვესკირმა საბოლოო ანგარიში 6:1 დააფიქსირა.
დინამო–2 6:1 მეშახტე
დინამო–2: დაუშვილი, კაკაბაძე (თათხაშვილი 65), ალექსანდრე გურეშიძე, სამხარაძე, ბაჩიაშვილი, კვეკვესკირი, გიორგი გურეშიძე (ფალავანდიშვილი 74), ჯიშკარიანი (ვოლკოვი 72), მახარობლიძე (ლობჟანიძე 57), ერისთავი (დიასამიძე 60), ზივზივაძე
მეშახტე: გორდეზიანი, ჩხარტიშვილი, ჩუბინიძე, ჩაფიძე, გოდუაძე, გვენეტაძე, იაკობ დეისაძე, ჩხეტიანი, გოგიჩაძე, შარვაძე, იაგო დეისაძე