სპორტული გამოცემა ლელო ტრადიციულად ყოველი ტურის შემდეგ, უმაღლესი ლიგის სიმბოლურ გუნდს ასახელებს. საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის XXIV ტურის გამორჩეულ ფეხბურთელთა თერთმეტეულში ლელომ ხუთი დინამოელი შეიყვანა. რჩეულთა შორის მოხვდნენ: გიორგი გველესიანი (5), გიორგი რეხვიაშვილი (3), ირაკლი ძარია, ოთარ მარცვალაძე და ჩისკო (8).
ტურის მწვრთნელად დასახელდა დინამოს დამრიგებელი- მალხაზ ჟვანია (2).