დინამო თბილისის რიგებს გვატემალის ნაკრების 24 წლის შემტევი - ოსკარ სანტისი შეუერთდა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის ხელშეკრულება 2+1 ოფციით გაფორმდა. ვინგერი ჩვენს გუნდს თურქეთში შეუერთდება, სადაც ჯერ სამედიცინო შემოწმებას გაივლის, შემდგომ კი თბილისურ კლუბთან ერთად მომავალი სეზონისთვის მზადებას შეუდგება.
სანტისმა პროფესიული კარიერა ადგილობრივ სუჩიტეპეკესში დაიწყო, შემდეგ კი 4 სეზონი ადგილობრივი ფეხბურთის გრანდ - კომუნიკასიონესში გაატარა. ბოლო ორი სეზონი ოსკარი საფეხბურთო კლუბ ანტიგუას ღირსებას იცავდა.
ოსკარ სანტისი გვატემალის ნაკრების წევრია, რომლის რიგებშიც 29 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 9 გატანილი გოლია.
სანტისი გვატემალის ჩემპიონატის 3-გზის გამარჯვებული და კონკაკაფის ლიგის ჩემპიონია.