• Geo
  • Eng
02.04.2019
დინამოელები მეხუთე ტურის სიმბოლურში

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეხუთე ტურის შემდეგ სპორტულმა გამოცემებმა სიმბოლური გუნდები შეადგინეს. სიმბოლურ გუნდში გაზეთმა ლელომ ჩვენი გუნდიდან ჰეთ თრიქის ავტორი ლევან კუტალია, აკაკი შულაია, ფრან კარბია და ლევან შენგელია (3) შეიყვანა. დინამოელთაგან ტურის კრებულში ინტერნეტ პორტალმა adjarasport.com- მა ლევან კუტალია და დმიტრო ივანისენია დაასახელა. goal.ge- მ სიმბოლურ ნაკრებში ადგილი ასევე ლევან კუტალიას (2) და დმიტრო ივანისენიას დაუთმო.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024