დღეს ივანწმინდის ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს ჩემპიონატის XXV ტურის მატჩი გაიმართა. ჩიხურასა და დინამოს დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა.
მასპინძლები ზედიზედ განცდილი 5 მარცხის შემდეგ მეტად შემართულები დაუხვდნენ დედაქალაქელებს, რომელთაც ბოლო წარმატებული მატჩების შემდეგ აშკარად აკლდათ მობილიზება. შეხვედრის მე- 15 წუთზე მალხაზ ჟვანიას იძულებითი ცვლილების გაკეთება მოუწია. ტრავმა მიიღო გიორგი გველესიანმა. 51- ე წუთზე ჯაბა ჯიღაურმა გახსნა ანგარიში და მასპინძლები დააწინაურა. დინამოელებმა მაინც მოახერხეს ხასიათის გამოვლენა და შეხვედრის გადარჩენა. 76- ე წუთზე ოთარ მარცვალაძემ მიჯრით მესამე თამაშში შეძლო გოლის გატანა 1:1. საბოლოოდ შეხვედრა ფრედ დასრულდა და დღევანდელი სათამაშო დღის შემდეგ თბილისელები 12 ქულით უსწრებენ უახლოეს მდევარს.
ჩიხურა 1:1 დინამო
გოლები: 1:0 ჯიღაური 51’ 1:1 მარცვალაძე 76’
გაფრთხილება: იანსე 7’ ძარია 61’
დინამო: ლორია, გველესიანი (ხიდეშელი 16), ძარია, იანსე, რეხვიაშვილი, კვირკველია, პაპავა, პაპუნაშვილი (გოგა 59), ჩისკო, მერებაშვილი (გლიშიჩი 89), მარცვალაძე
ჩიხურა: თევდორაძე, ჭელიძე, ჩიკვაიძე, დეკანოიძე, კვასხვაძე (წინამძღვრიშვილი 77), კაშია, ქიმაძე, ოდიკაძე, ხმალაძე, ჯიღაური (ლომაშვილი 72), გაბედავა
არბიტრი: მალხაზ ბეუქლიშვილი