• Geo
  • Eng
03.04.2014
ჩიხურა – დინამოს მალხაზ ბეუქლიშვილი განსჯის

უმაღლესი ლიგის XXV ტურის შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი ივანწმინდაში საჩხერის ჩიხურას წინააღმდეგ გამართავს, მახაზ ბეუქლიშვილი განსჯის. მისი ასისტენტები იქნებიან- გ. ჩიგოგიძე და ზ. ფიფია. დამხმარე ასისტენტები - ხ. გაგნიძე და გ. კიკაჩეიშვილი. სათადარიგო მსაჯი ა. კრიჭაშვილი.

 

მალხაზ ბეუქლიშვილმა ბოლოს 31 მარტს მეორე ლიგაში გამართული – ფორვარდი 3:4 ივერიონი იმსაჯა. შეხვედრაში არბიტრმა 3 ყვითელი ბარათი უჩვენა ფეხბურთელებს.

 

ჩვენი გუნდის მონაწილეობით მალხაზ ბეუქლიშვილმა ბოლოს 2012 წლის 29 აგვისტოს თასის შეხვედრაში იმსაჯა. დინამომ სტუ 8:0 დაამარცხა, არბიტრმა, კი ერთხელ გააფრთხილა ფეხბურთელები.

მალხაზ ბეუქლიშვილი

დაბადების თარიღი: 1972 წლის 20 სექტემბერი

===========================================

უმაღლესი ლიგა - 71 თამაში / 198 ყვითელი / 4 წითელი / 9 პენალტი

პირველი ლიგა - 17 თამაში / 55 ყვითელი / 4 წითელი / 3 პენალტი

მეორე ლიგა - 5 თამაში / 10 ყვითელი / 0 წითელი / 3 პენალტი

საქართველოს თასი - 13 თამაში / 29 ყვითელი / 0 წითელი / 5 პენალტი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024