დინამო თბილისსა და დონეცკის შახტარს შორის ლუკა ლაცაბიძის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა. თბილისური კლუბის ახალგაზრდა მცველი კარიერას უკრაინის მოქმედი ჩემპიონის რიგებში გააგრძელებს.
ლუკა ლაცაბიძე დინამოს აკადემიის აღზრდილია და ჩვენი კლუბის ღირსებას 2013 წლიდან იცავდა. ამავე პერიოდში ახალგაზრდა მცველმა საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში იასპარეზა.
დინამო თბილისი მადლობას უხდის ლუკა ლაცაბიძეს კლუბში გატარებული პერიოდისთვის და წარმატებას უსურვებს მას მომავალ კარიერაში.