დინამოელები 4 თებერვალს თურქულ შეკრებაზე მეორე ამხანაგურ შეხვედრას უკრაინულ ზორიასთან ჩაატარებენ. მატჩი ლარაში თბილისის დროით 17 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.
ზორია ლუგანსკი 1923 წელს დაარსდა. კლუბმა რამდენიმეჯერ შეიცვალა სახელწოდება, თავდაპირველად კი მეტალისტი ერქვა. შემდეგ იყო ძერჟინეცი, შრომითი რეზერვი და ზორია მალსი. ლუგანსკელები დღეისათვის საშინაო შეხვედრებს ზაპოროჟიეში, 12 000-იან სტადიონ სლავუტიჩ არენაზე ატარებენ. ზორიას საკლუბო ფერები თეთრსა და შავშია გადაწყვეტილი. ზორიას საუკეთესო სეზონად 1972 წელი ითვლება, როდესაც ლუგანსკელებმა სსრკ-ს ჩემპიონატში გამარჯვება მოახერხეს და ოქროს მედლები დაიმსახურეს. ბროლის თასის ფინალში უკრაინელებმა 1974 და 1975 წლებში ორჯერ ითამაშეს და ორივეჯერ ვერცხლის მედლებს დაჯერდნენ. იგივე გაიმეორა ჩვენმა ოპონენტმა 2015/2016 და 2020/2021სეზონში, როდესაც უკრაინის თასის ფინალური შეხვედრები დათმო. შავ-თეთრებმა 2016-17, 2019/20, 2020/21 და 2022/23 სეზონები ბრინჯაოს მედლებით დაასრულეს.
მიმდინარე შეკრებაზე ლუგანსკელებმა უკვე ჩაატარეს რამდენიმე მატჩი. უკრაინელები შეკრებაზე 20 იანვრიდან იმყოფებიან. 12 იანვარს კრაკოვიასთან ზორიამ 0-2 დათმო მატჩი. 31 იანვარს კი ჩვენი მომავალი მეტოქე იაგელონიას 2-2 დაუზავდა.
ზორიას უკრაინელი ფეხბურთის სპეციალისტი, 65 წლის იური კოვალი ხელმძღვანელობს.
ფოტო: ზორიას სოც. მედია