• Geo
  • Eng
03.02.2024
ბორის პაიჭაძე

დღეს დინამო თბილისის ლეგენდარული კაპიტნის, გუნდის უფროსისა და მთავარი მწვრთნელის, საქართველოსა და ამიერკავკასიის ნაკრებების უცვლელი ფეხბურთელის – ბორის პაიჭაძის 109-ე იუბილეა. ბორის პაიჭაძემ დინამო თბილისის მაისურით პირველად 1936 წელს ითამაშა. 1940 წლიდან მან ჩვენი გუნდის კაპიტნის სამკლაურიც მოირგო და ათი წლის განმავლობაში გუნდს მისთვის დამახასიათებელი ქარიზმით მიუძღვოდა. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში (1936-1951) ჩატარებულ 181 მატჩში, 98 გოლი გაიტანა. საბჭოთა თასის გათამაშებაზე ჩატარებულ 40 შეხვედრაში კი მეტოქეთა კარი 25-ჯერ აიღო. შვიდი საერთაშორისო მატჩი და ხუთი გოლი. 1939 და 1940 წლების გათამაშების ვიცე ჩემპიონი. ოთხგზის პრიზიორი 1936, 1946, 1947 და 1950 წლებში. სამგზის სსრკ-ს თასის ფინალისტი 1936, 1937 და 1946 წლებში. ქართველი ფეხბურთის კარუზო, რომელიც პროფესიული კარიერის განმავლობაში მეტოქესთან უხეშობის გამო არც ერთხელ არ გაუძევებიათ მოედნიდან 1990 წლის 9 ოქტომბერს გარდაიცვალა. სპორტის დამსახურებული ოსტატისა და ვახტანგ გორგასლის ორდენის მფლობელის, ბორის პაიჭაძის სახელს – საქართველოში ყველაზე დიდი, დინამოს მშობლიური სტადიონი – დინამო არენა ატარებს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024