• Geo
  • Eng
31.01.2024
დინამო პირველ ტესტ მატჩში დამარცხდა

თურქულ შეკრებაზე დინამოელებმა პირველი ტესტ მატჩი გამართეს, რომელშიც პრაღის ბოჰემიანსს დაუპირისპირდნენ. შეხვედრას საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი, სფფ-ს გენერალური მდივანი დავით მუჯირი და ვიცე პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილიც ესწრებოდნენ. თამაშზე ყოფილი კლუბი პოდბეზკიეს ფეხბურთელმა გიორგი მერებაშვილმაც მოინახულა.

 

შეხვედრა ორი განსხვავებული ტაიმით წარიმართა. დინამოელებს პირველ ნახევარში თამაშის რიტმიც ეჭირათ და რამდენჯერმე მართებდათ კიდეც გოლის გატანა თუმცა ტაიმი 0-0 მორჩა. მეორე ნახევარში თითქმის მთელი შემადგენლობა შეიცვალა და შეუთამაშებლობამაც იჩინა თავი. მეორე ნახევრის დებიუტში ანგარიში მეტოქემ გახსნა, მალევე კოზაკმა დუბლი გაიფორმა, შეხვედრის ბოლოსკენ კი ჰალამ პენალტით საფინალო ანგარიში დააფიქსირა. მეორე ნახევარშივე დინამოელთა შემადგენლობაში ორი ახალწვეულის ოსკარ სანტისის და დომინიკ საიმონის დებიუტიც შედგა.

 

მომდევნო შეხვედრას თურქულ შეკრებაზე ანდრეს კარასკოს გუნდი 4 თებერვალს ლუჰანსკის ზორიასთან გამართავს.

 

დინამო 0-3 ბოჰემიანსი

 

დინამო: ლორია, სალუქვაძე, უგრეხელიძე, მაისურაძე, ლოპესი, ლომინაძე, ოსიყმაშვილი, რომანოვსკი, კვერენჩხილაძე, სიხარულაშვილი, სხირტლაძე

მეორე ტაიმში შევიდნენ: მაქაცარია, გოგნაძე, გვასალია, ხარებაშვილი, ჰარუნა, საიმონი, აფციაური, ბერელიძე, ლომთაძე, სალია, სანტისი

 

ბოჰემიანსი: ვალეში, ინდრიშეკი, ჰიბში, ა. კადლეცი, კოვარიკი, ვონდრა, კიოსტლი, პრეკოპი, ჰუფი, რისტოვსკი, ჰრუბი

სათადარიგო შემადგენლობა: რეიხლი, სუკუპი, შეიბალი, ბერანი, მუზიკი, მ. კადლეცი, ჰალა, კოზაკი, ჰულკა, კრაპკა

 

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024