კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურის შემდეგ სპორტულმა გამოცემებმა სიმბოლური გუნდები შეადგინეს. ტურის სიმბოლურში გაზეთმა ლელომ ჩვენი გუნდის შემტევი ნახევარმცველი ლევან შენგელია (4) შეიყვანა. დინამოელთაგან ტურის კრებულში ინტერნეტ პორტალმა adjarasport.com- მა უკრაინელი ნახევარმცველი დმიტრო ივანისენია (2) და ლევან შენგელია (3) დაასახელა. goal.ge- მ სიმბოლურ ნაკრებში ადგილი ლევან შენგელიას (4) და აკაკი შულაიას დაუთმო. სიმბოლური გუნდის წარდგენა დაიწყო საიტმა blogsport.ge- მ, რომელმაც საუკეთესო თერთმეტ ფეხბურთელში ჩვენი გუნდიდან ლევან შენგელია და სერხიო ნოჩე შეიყვანა.