15- დან 21 აპრილის ჩათვლით დინამოს საფეხბურთო აკადემია საერთაშორისო ტურნირს მეოთხედ უმასპინძლებს. წელს ვიტალი დარასელიას თასი 15 წლამდე ასაკის გუნდებს შორის ჩატარდება და ტურნირში 8 კლუბი მიიღებს მონაწილეობას. ვიტალი დარასელიას თასი შარშან, ფინალურ შეხვედრაში ესპანიოლსა და დინამო თბილისს შორის გათამაშდა და ესპანელთა გამარჯვებით დასრულდა. მოახლოებულ ტურნირზე დინამო თბილისის გარდა ასევე სფფ- ს აკადემია, ფეიენოორდი (ჰოლანდია), ბრაგა (პორტუგალია), ციურიხი (შვეიცარია), ვულვერჰემფთონი (ინგლისი), ემპოლი (იტალია) და დინამო კიევი (უკრაინა) იასპარეზებენ. მატჩები დინამოს აკადემიის მოედანზე ჩატარდება, ხოლო ფინალურ შეხვედრას დინამო არენა უმასპინძლებს.