• Geo
  • Eng
13.04.2019
გაზეთი ლელო 85 წლისაა
ქართული სპორტული გაზეთი ლელო 85 წლისაა. პირველი ქართული სპორტული გამოცემა უკვე რვა ათეულ წელზე მეტია ერთგულად ემსახურება ქართულ სპორტს, ქართულ ფეხბურთს, საქართველოს. 15 ათასზე მეტი ნომერი პირველი გამოცემიდან. სხვადასხვა თაობის მკითხველი ყოველთვის განსაკუთრებული ინტერესით ელოდა და ელის ლელოს ახალი ნომრის გამოცემას. დღევანდელი ლელო ღირსეულად აგრძელებს იმ დიდ ტრადიციას, რომელსაც საფუძველი მრავალი ათეული წლის წინ ჩაეყარა. დინამო თბილისი ულოცავს გაზეთ ლელოს 85 წლის იუბილეს და ქართული სპორტის და ქართული ფეხბურთის დიდ გამარჯვებებს უსურვებს.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024