დინამო არენაზე მერვე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც დინამომ გორის დილას უმასპინძლა. შეხვედრის პირველი სახიფათო მომენტი სტუმრებს დარჩათ. მერვე წუთზე ხოსე პერალესმა ორჯერ იხსნა მასპინძელთა კარი. საპასუხოდ ნიკა ნინუას შორი მანძილიდან დარტყმულია აღსანიშნავი, რომელიც მცველმა ბოლო წამს მოიგერია. მატჩი საშუალო ტემპში გაგრძელდა, ანგარიში კი შეხვედრის 33- ე წუთზე ფრან კარბიამ გახსნა. მისი ძლიერად დარტმული ბურთი გორელთა კარის ძელს მოხვდა და ისე გავიდა კარში. აღსანიშნავია მანამდე გიორგი პაპავას ტექნიკური თამაში და სახიფათო შეტევა. მომდევნო შეტევაში აკაკი შულაიას ორამდე შეეძლო ანგარიშის გაზრდა, მაგრამ დარტყმული ლუკა გუგეშაშვილმა უკუაგდო. პირველ ტაიმში დინამოელებმა კიდევ რამდენჯერმე შეუტიეს მეტოქის კარს, თუმცა არსანიშნავ გამწვავებამდე საქმე არ მისულა და ტაიმის დასრულდა. მეორე ნახევრის დებიუტში დინამომ სათამაშო უპირატესობა მოიპოვა, თუმცა ერთ მომენტში მწვავე კონტრშეტევა გაეპარა, რაც სახიფათო საჯარიმოთი დასრულდა. თავად დარტყმა ნონდიმ ძლიერად, მაგრამ არაზუსტად შეასრულა. მეორე ტაიმის შუაწელში შეცვლაზე შემოსული ლევან შენგელია მიჯრით ორჯერ სახიფათოდ უტევდა მეტოქეს, მაგრამ უშედეგოდ. შეხვედრის 67- ე წუთზე გიორგი ზარიამ შეიძლება ითქვას საგოლედ ჩააწოდა, ვიქტორ მოხილს კი მცირედი დააკლდა და ბურთს ვერ შეწვდა. 73- ე წუთზე ორივე კართან ორი უაღრესად სახიფათო მომენტი შეიქმნა. ჯერ ხოსე პერალესმა ახლო მანძილიდან უძლიერესად დარტყმული ბურთი მოიგერია, საპასუხოდ კი აკაკი შულაიამ სანტიმეტრებში ააცილა სტუმართა კარს. ხუთიოდე წუთში ლევან შენგელიას მარჯვენა ფრთიდან ჩაწოდებული აკაკი შულაიამ ერთი შეხებით დაარტყა, მაგრამ ისევ არაზუსტად. ბოლო წუტებზე სტუმრებმა გაიბრძოლეს, რამდენჯერ ფლანგებიდან სცადეს თამაშის ბედის შეცვლა, მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო და დედაქალაქელებმა მორიგი 3 ქულა მიითვალეს. მომდევნო შეხვედრას დინამო თბილისი საქართველოს თასის 1/16 ფინალში გამართავს. 16 აპრილს მარტვილში ჩვენი გუნდი სენაკის ეგრისს შეხვდება.
დინამო 1:0 დილა
გოლი: 1:0 კარბია 33’
გაფრთხილება: პაპავა 50’ ნონდი 68’ გოშთელიანი 90’
დინამო: პერალესი, რუხაია, მეჯუბი, მონხილი, კობოური, ნინუა (ივანისენია 84), პაპავა, ზარია (ქარდავა 74), შულაია, კარბია (შენგელია 60), კუტალია
დილა: გუგეშაშვილი, გიორბელიძე, მირცხულავა (სპანდერაშვილი 65), ჩადუნელი, ნონდი, რაზმაძე, ნონიკაშვილი (ლემპტი 75), ნ’ჯოკუ (პაიმი 82), გოშთელიანი, ერიქს დე სოუზა, გრიგალაშვილი
მსაჯი: დ. ხარიტონაშვილი