დღეს დინამოს აკადემიაში ვიტალი დარასელიას სახელობის მეოთხე საერთაშორისო ტურნირი საზეიმოდ გაიხსნა. გახსნის ცერემონიალზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ტურნირის მენეჯერმა - არჩილ კეკელიამ, დინამოს ლეგენდარულმა კაპიტანმა - ალექსანდრე ჩივაძემ, VTB ბანკის წარმომადგენელმა - არჩილ უსანეთაშვილმა, ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა - ზაზა დოლიძემ და ვიტალი დარასელიას ქალიშვილმა - ქრისტინა დარასელიამ.