• Geo
  • Eng
16.04.2019
დინამო საქართველოს თასის მერვედფინალში გავიდა

დღეს მარტვილში, მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე საქართველოს თასის 1/16 ფინალური მატჩი გაიმართა, რომელშიც სენაკის ეგრისმა დინამო თბილისს უმასპინძლა. მატჩი, როგორც მოსალოდნელი იყო დედაქალაქელთა უპირატესობით წარიმართა და ლურჯ-თეთრების გამარჯვებით 4:1 დასრულდა. პირველ ნახევარში ანგარიში ლევან შენგელიამ ზუსტი დარტყმით გახსნა. ჩვენი გუნდის შემტევმა მეორე ტაიმის ათწუთიან მონაკვეთში კიდევ სამი გოლი გაიტანა და პოკერი შეასრულა. შეხვედრის ბოლოსკენ მასპინძლებმა პრესტიჟის გოლი თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაიტანეს. პენალტი შედეგიანად ირაკლი ქობალიამ დაარტყა. დინამოელებმა მერვედფინალის საგზური მიიღეს, ჩვენი გუნდის მეტოქე კი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. მომდევნო მატჩს დინამოელები 21 აპრილს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეცხრე ტურში ვიტ ჯორჯიას წინააღმდეგ გამართავენ.

 

ეგრისი 1:4 დინამო

გოლი: შენგელია 11’ 66’ 69’ 76’  ქობალია (პენ) 89’

 

ეგრისი: ჟვანია, ნადარეიშვილი, არახამია (ჯომიდავა 85), ღონღაძე (კალანდია 30), ქობალია, ლომია, გურეშიძე, სიმონავა, თ.ხ. ჟიშკარიანი, გურეშიძე, წურწუმია (ლაშქარავა 63)

დინამო: სიკაჩი, იაშვილი, მონხილი, კობოური, ნოჩე, ივანისენია (ნინუა 71), ქარდავა, შენგელია (ძოწენიძე 77), კუხიანიძე, შულაია (კარბია 68), როხანო

 

მსაჯი: ი. კვირიკაშვილი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024